weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციის რომელი მაღალჩინოსნები იღებენ მინისტრზე მეტ ანაზღაურებას

16:45 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 მაღალჩინოსანი მინისტრზე მეტ ხელფასს იღებს, მათ შორის, მისი ყველა მოადგილე. გიორგი მღებრიშვილის ხელფასის ოდენობა წელიწადში 75 859 ლარია, ე.ი. თვეში 6 321 ლარი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევით გამოირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა იერარქიის თანამდებობის პირების ხელფასი მინისტრის ანაზღაურებას მნიშვნელოვნად აღემატება, ზოგ შემთხვევაში - 2-ჯერ და მეტჯერ. 

მთლიანად სამინისტროს სისტემაში ყველაზე მეტ ხელფასს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი იღებდა, რომელსაც იმავდროულად მინისტრის მოადგილის სტატუსიც ჰქონდა მინიჭებული. 2016 წელს მისი ანაზღაურება საერთო ჯამში 154 288 ლარი იყო, ანუ თვეში 12 857 ლარი. 

მინისტრის სხვა მოადგილეებიდან: მერაბ მალანიას წლიური ანაზღაურება 138 448 ლარს შეადგენს (თვეში 11 537 ლარი), დავით ვარდიაშვილისა - 132 100 ლარს (თვეში 11 008 ლარი), შალვა ხუციშვილის - 93 931 ლარს (თვეში 7 828 ლარი), ხოლო ყოფილი პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის ხელფასი 93 000 ლარი იყო (თვეში 7 750 ლარი). 

გარდა ამისა, შს მინისტრზე მაღალ ანაზღაურებას სამინისტროს კიდევ 22 მაღალი რანგის ჩინოვნიკი იღებს. ესენი არიან:

ზურაბ ზუბადალაშვილი - ადმინისტრაციის უფროსი, - 111 069 ლარი (თვეში 9 255 ლარი);

გურამ ტომარაძე - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, - 103 800 ლარი (თვეში 8 650 ლარი);

დავით ნატრიაშვილი - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, - 99 890 ლარი (თვეში 8 324 ლარი);

გიორგი ალადაშვილი - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, - 96 938 ლარი (თვეში 8 078 ლარი);

ზაზა ჩოხელი - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, - 96 819 ლარი (თვეში 8 068 ლარი);

ალექსანდრე არაყიშვილი - ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსი, - 94 770 ლარი (თვეში 7 897 ლარი);

დავით მიქიაშვილი - თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, - 91 584 ლარი (თვეში 7 632 ლარი);

ირაკლი ჭოხონელიძე - გენერალური ინსპექციის უფროსი, - 88 800 ლარი (თვეში 7 400 ლარი);

ალექსანდრე ბირთველიშვილი - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, - 86 490 ლარი (თვეში 7 207 ლარი);

შალვა ენუქიძე - საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, - 85 042 ლარი (თვეში 7 087 ლარი);

გიორგი სებისკვერაძე - ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, - 84 851 ლარი (თვეში 7 070 ლარი);

ბესიკ ტეფნაძე - სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, - 83 622 ლარი (თვეში 6 968 ლარი);

ნუგზარ სუჯაშვილი - საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი, - 82 819 ლარი (თვეში 6 901 ლარი);

შალვა კვინიხიძე - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, - 82 128 ლარი (თვეში 6 844 ლარი);

ლაშა ტეფნაძე - სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, - 82 022 ლარი (თვეში 6 835 ლარი);

ზურაბ ჭაბაშვილი - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, - 81 960 ლარი (თვეში 6 830 ლარი);

გრიგოლ გაგოშიძე - ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი, - 80 876 ლარი (თვეში 6 740

ლარი);

ლევან მაჭავარიანი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, - 79 584 ლარი (თვეში 6 632 ლარი);

ზაზა ფანცულაია - მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, - 79 049 ლარი (თვეში 6 587 ლარი);

გიორგი ბუბუნაური - კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, - 78 936 ლარი (თვეში 6 578 ლარი);

დიმიტრი ზურაბიშვილი - მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, - 77 073 ლარი (თვეში 6 422 ლარი);

ლაშა გოგნიაშვილი - აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, - 76 995 ლარი (თვეში 6 416 ლარი). 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]